---
title: "მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/16"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "16"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/16

1. დავა უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წყდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესით ან საქართველოს სასამართლოში.

2. დავა უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის, თუ მისი გადაწყვეტის წესი არ არის განსაზღვრული მათი შეთანხმებით ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული, მხარეთა მიერ შეთანხმებული ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მათ აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1539 - სსმ I, №23, 10.08.2009 წ., მუხ.130

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/17.md
