---
title: "მუხლი 17. გარდამავალი დებულება — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/17"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "17"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გარდამავალი დებულება — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/17

1. საწარმოებმა და ობიექტებმა, რომელთა საქმიანობის მიმართულება და ინვესტირების წყაროები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, 6 თვის ვადაში უნდა შეიცვალონ პროფილი ან შეწყვიტონ ფუნქციონირება და უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციების კანონთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მექანიზმები“.

2. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია.

3. მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროებს, საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და „საქსტანდარტს“. „საქსტანდარტმა“ 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები.

4. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ „საქსტანდარტი“ და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.240 საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 12 ნოემბერი. №473_Iს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/16.md
