---
title: "მუხლი 6. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/6"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "6"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/6

ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, რომლის ფუნქციებია: ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა; ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება; გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა; დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა; ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 თავი IV. ინვესტიციის დაცვის გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/7.md
