---
title: "მუხლი 8. კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/8"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "8"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/8

1. კომპენსაცია, რომელიც მიეცემა ინვესტორს, უნდა შეესაბამებოდეს ჩამორთმეული ინვესტიციის რეალურ საბაზრო ღირებულებას უშუალოდ იმ მომენტისათვის, როდესაც მოხდა ჩამორთმევა.

2. კომპენსაცია უნდა გაიცეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და იგი უნდა მოიცავდეს იმ ზარალსაც, რომელიც ინვესტორმა განიცადა ჩამორთმევის მომენტიდან საკომპენსაციო თანხის გადახდამდე.

3. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებებში მოახდინოს საკომპენსაციო თანხის კონვერსია საბაზრო კურსით და თავისუფლად და შეუფერხებლად გადაიყვანოს იგი საზღვარგარეთ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/9.md
