---
title: "მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/9"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "9"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/9

1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია: ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში; ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში; გ) უცხო ქვეყნიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების აღდგენისა და განთავსების მიზნით შემოტანაში; დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში; ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში; ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ; თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) .

2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები: ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების წარმოებაში; ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.

3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია: ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში; გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში; ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში; ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში . საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3005 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3127 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1685 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/10.md
