---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/1"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "1"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს (ტერმინებს) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„კადასტრული რუკა” – ამ კანონის მესამე თავში მითითებული რუკა ან რუკების ერთობლიობა.
„მიწის რეგისტრაცია” – მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია.
„რეგისტრაცია” – სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
„რეგისტრატურა” – მიწის რეგისტრაციის სამსახური.
„სააღრიცხვო ბარათი” – სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).
„სარეგისტრაციო ნომერი” – რეესტრით განსაზღვრული ნომერი, რომელიც მიეკუთვნება თითოეულ მიწის ნაკვეთს და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებას.
„საზღვრების დადგენა” – საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის და სხვა უძრავი ქონების საზღვრების დადგენა.
„სერვიტუტი” – სხვის საკუთრებაში არსებული მიწით და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ან ამ ქონების გამოყენებაზე დაწესებული რაიმე პირობა, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს (მაგალითად, სხვის ნაკვეთზე არსებული გზით, არხით, წყლით სარგებლობის უფლებას და სხვა).
„სარეგისტრაციო მოწმობა” – მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.
„სხვა უძრავი ქონება” – მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები.
„რეგისტრაციის ზონა” – მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონა.
„შეზღუდვა” – რეგისტრატორის განკარგულება გარკვეული უძრავი ქონების მიმართ უფლების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ.
„შეზღუდვაზე შეთანხმება” – მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვის აქტი.
„ჰიპოთეკა” – კრედიტის მისაღებად მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისას კრედიტორის უფლება პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონებიდან.
თავი II
მიწის რეგისტრაციის სისტემის ორგანიზება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
