---
title: "მუხლი 10. რეგისტრაციის შეჩერება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების თანამფლობელთა რეგისტრაცია — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/10"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "10"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. რეგისტრაციის შეჩერება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების თანამფლობელთა რეგისტრაცია — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/10

1. თუ ქონების თაობაზე შეთანხმების შემომთავაზებელი პირი შუამდგომლობს რეგისტრატორთან ამ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირის უფლების რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე და ქონების მესაკუთრე წერილობით ადასტურებს ამის თანხმობას, მაშინ ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია შეიძლება შეჩერდეს 15-30 დღის ვადით, შუამდგომლობის შემოსვლისა და რეგისტრატორის მიერ დამოწმების, აგრეთვე სააღრიცხვო ბარათზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან. შეჩერების მიზანია არ დაუშვას ორმაგი გარიგების რეგისტრაცია.

2. ყოველი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მიწაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლების დამამტკიცებელ საბუთს, სარეგისტრაციო ბარათში იდენტურად ასახული უნდა იქნეს თითოეული თანამესაკუთრის წილი. თუ თითოეული მესაკუთრის წილის ოდენობა ცნობილი არ არის, მაშინ ყოველ თანამესაკუთრეზე აღირიცხება ქონების თანაბარი წილი, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.

3. სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას „მესაკუთრის” გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უფროსი (დანარჩენი წევრებისაგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხოს „შეზღუდვის” გრაფაში.

4. ანალოგიურად შეიძლება აისახოს სარეგისტრაციო ბარათზე უფლებები იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელზეც თანამესაკუთრეთა რაოდენობა ორს აღემატება.

5. სარეგისტრაციო ბარათზე ქონების ასეთი ასახვა ტექნიკური ხასიათისაა და არ ზღუდავს რომელიმე თანამფლობელის კანონიერ უფლებებს.
თავი III
რუკები, ნაკვეთები, საზღვრები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/11.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
