---
title: "მუხლი 12. რეგისტრაციის კადასტრული რუკის შესწორება და ახალი დამატებები — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/12"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "12"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. რეგისტრაციის კადასტრული რუკის შესწორება და ახალი დამატებები — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/12

1. რეგისტრატორს შეუძლია მოითხოვოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სამიწათმოწყობო გამოკვლევის ჩატარება და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეასწოროს რეგისტრაციის კადასტრული რუკა, რის შესახებაც 20-30 დღით ადრე ატყობინებს დაინტერესებულ პირებს, ან თუ მოსალოდნელი სამუშაო მასშტაბურია, აქვეყნებს შეტყობინებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება წამოაყენონ პრეტენზიები და დაესწრონ საზღვრების დადგენას.

2. რეგისტრატორს შეუძლია გასცეს მითითება ახალი კადასტრული რუკის ან მისი ნაწილის მომზადების შესახებ. ახალ რუკაზე მომხდარ ცვლილებებს რეგისტრატორი გააცნობს ამ ქონებაზე უფლების მქონე პირს ან პირებს. რაიმე შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
