---
title: "მუხლი 13. საზღვრები — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/13"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "13"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. საზღვრები — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/13

1. რეესტრში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვარი.

2. საზღვრების დაფიქსირება ხდება მხოლოდ რეგისტრატორის მიერ, მოსაზღვრე მხარეების შეთანხმების და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანის საფუძველზე. ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებითია.

3. რეესტრში მითითებული უნდა იყოს საზღვარი ფიქსირებულია თუ მიახლოებითი.

4. თუ საზღვრის გატარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მონაწილენი შეძლებენ შეთანხმებას, რეგისტრატორი შეასწორებს კადასტრულ რუკას და სარეგისტრაციო ბარათებს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და არქივში ინახავს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების თაობაზე.

5. საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გაურკვევლობის ან უთანხმოების წარმოშობისას, დავის მოგვარების მიზნით რეგისტრატორი დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე განიხილავს საკითხს, განსაზღვრავს და მიუთითებს მოდავე მხარეებს საზღვრის მდებარეობაზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორი წინადადებას აძლევს ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მიმართონ სასამართლოს 15 დღის განმავლობაში და აკეთებს ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათზე. თუ ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა სასამართლოს არ მიმართეს, მაშინ რეგისტრატორი ამას აღნიშნავს შესაბამისი ჩანაწერით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/14.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
