---
title: "მუხლი 15. შეერთება და გაყოფა — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/15"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "15"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. შეერთება და გაყოფა — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/15

1. როდესაც მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტები წარმოადგენენ ერთი მფლობელის საკუთრებას და მათზე ვრცელდება ერთნაირი უფლება-მოვალეობანი, მესაკუთრის თხოვნით რეგისტრატორს შეუძლია გააერთიანოს ისინი, რისთვისაც დახურავს ამ ქონებაზე არსებული ობიექტების სააღრიცხვო ბარათებს, გახსნის ახალს და აღნიშნავს ამას კადასტრულ რუკაზე.

2. თუ შემოთავაზებული განაწილებით ძირეულად იცვლება საკუთრების უფლება ქონებაზე, რაც უნდა რეგულირდებოდეს საკუთრების გადაცემის მეშვეობით, რეგისტრატორი უარს ამბობს ასეთ განაწილებაზე. რეგისტრატორს უფლება არა აქვს დაუშვას საკუთრების ობიექტების იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლებები.

3. თუ პირს სურს ნაწილებად დაყოს თავისი ქონება, რეგისტრატორი მოითხოვს მისგან შემოთავაზებული დაყოფის ტოპოგრაფიულ გეგმას. გეგმა შესრულებული უნდა იყოს ტოპოგრაფის მიერ და დამტკიცებული უნდა იქნეს შესაბამის ორგანოში, რომელიც დაადასტურებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონთან.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2021 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.91

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
