---
title: "მუხლი 3. რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/3"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "3"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/3

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებს, კანონქვემდებარე აქტებს გამოსცემს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა რეგისტრაციის ზონებად (ძირითადად ადმინისტრაციული რაიონების და მსხვილი ქალაქების მიხედვით), ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა იყოფა სექტორებად (ძირითადად საკრებულოებისა და ქალაქების რაიონების მიხედვით) – სექტორი,კვარტალებად, კვარტალი კი – ნაკვეთებად.

4. ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული ზონის რეგისტრატურის საზღვრებს ადგენს და მათი ფუნქციონირების საკითხებს წყვეტს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. ყოველი რეგისტრაციის ზონის ადმინისტრაციულ ცენტრში იქმნება გეოგრაფიული ზონის მიწის რეგისტრატურა. რეგისტრატურა, როგორც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ქვედანაყოფი, მიწის მართვის, მიწის კადასტრის სამუშაოების კოორდინაციის, მიწათმოწყობის ორგანიზების და მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებთან ერთად განაგებს მიწის რეგისტრაციას კონკრეტული ზონის ფარგლებში.

6. რეგისტრატურაში:
ა) ხდება მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების რეგისტრაცია;
ბ) დგება და ინახება გეოგრაფიული ზონის რეგისტრაციის კადასტრული რუკა და მიწის სარეგისტრაციო ბარათები;
გ) ინახება საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, მემკვიდრეობის მოწმობა და სხვა აქტები, რომლებიც შეეხება უფლებას მიწაზე და უძრავ ქონებაზე, აგრეთვე ამ ქონების ტოპოგრაფიული გეგმები, ამ რეგისტრაციების ინდექსები და სხვა ჩანაწერები, რაც აუცილებელია უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/4.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
