---
title: "მუხლი 40. რეგისტრაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა — მიწის რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/40"
law: "მიწის რეგისტრაციის შესახებ"
article: "40"
identifier: "490"
adopted: "1996-11-14"
consolidated_as_of: "2005-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-03-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 40. რეგისტრაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა — მიწის რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-03-20.
> Cite as: მიწის რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2005-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/40

1. ყოველგვარი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, აგრეთვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომ დაუშვებელია მიწის და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობა სათანადო უფლების რეგისტრაციის გარეშე, ექვემდებარება რეგისტრატორის მიერ დაჯარიმებას. საჯარიმო ქმედებათა ნუსხას და ჯარიმის ტარიფებს ადგენს საქართველოს პარლამენტი.

2. რეგისტრატორის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის განმავლობაში მისი გამოცხადების ან შეტყობინების დღიდან იმ სასამართლოში, სადაც მოხდა კანონის დარღვევა.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტი ე . შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 14 ნოემბერი.
№490
შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1914 - სსმ I, №14(21), 13.05.1999 წ., მუხ.54
2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2021 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.91
3. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1441 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.169
4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2635 - სსმ I, №5, 20.01.2006 წ., მუხ.43

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33316-miwis-registratsiis-shesakheb/39.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
