---
title: "მუხლი 12. გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/12"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "12"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/12

1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმებია: ა) გარემოსდაცვით ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები); ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობისა); გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან ლოკალური მნიშვნელობისა); დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრება ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით. დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ჯამურ ოდენობასთან შედარებით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6898 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/13.md
