---
title: "მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/14"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "14"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/14

1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.

2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.

5. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5289 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1028– ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/15.md
