---
title: "მუხლი 16. გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/16"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "16"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/16

1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.

2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.

3. გადასახადების გადახდა საქმიანობის სუბიექტს არ ათავისუფლებს  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/17.md
