---
title: "მუხლი 17. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/17"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "17"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/17

1. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა.

2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობებს და გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/18.md
