---
title: "მუხლი 18. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/18"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "18"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/18

1. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს: ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე; ბ) საგადასახადო შეღავათით; გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.

2. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/19.md
