---
title: "მუხლი 21. გარემოსდაცვითი მოთხოვნები პრივატიზაციის პროცესში — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/21"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "21"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. გარემოსდაცვითი მოთხოვნები პრივატიზაციის პროცესში — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/21

1. პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.

2. საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ობიექტის პრივატიზებამდე განხორციელებული საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება პრივატიზებული ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდ-აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. თავი VI. (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/22.md
