---
title: "მუხლი 26. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/26"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "26"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/26

1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება მოიცავს გარემოს მდგომარეობის და ბუნებრივი რესურსების კადასტრების შედგენას, სტატისტიკას, ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას, კარტოგრაფირებას.

2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3060 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27.md
