---
title: "მუხლი 27¹. ცენტრი — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27-1"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "27^1"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27¹. ცენტრი — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 27¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27-1

1. ცენტრის მიზნებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. თავი VIII გარემოს დაცვის ნორმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/28.md
