---
title: "მუხლი 27. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "27"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27

1. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემა წარმოადგენს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას.

2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.

3. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.

4. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის, მასში შემავალი დაკვირვების (მონიტორინგის) სახეობებისა და მათი წარმოების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27-1.md
