---
title: "მუხლი 28. გარემოს დაცვის ნორმები — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/28"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "28"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გარემოს დაცვის ნორმები — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/28

გარემოს დაცვის ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება: ა) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები; ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; დ) ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; ე) გარემოზე დატვირთვის ნორმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/27-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/29.md
