---
title: "მუხლი 35¹. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/35-1"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "35^1"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35¹. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 35¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/35-1

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისთვის აუცილებელია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და ამ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3384 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/36.md
