---
title: "მუხლი 40. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემისას — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/40"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "40"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემისას — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/40

დაუშვებელია სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა, თუ არ არის უზრუნველყოფილი: ა) საშიში ნარჩენების უტილიზაციის, გაუვნებელყოფის დანადგარების, გამწმენდი ნაგებობების, გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებების გამართული მუშაობა; ბ) პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებელი საშუალებების არსებობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/41.md
