---
title: "მუხლი 41¹. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/41-1"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "41^1"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41¹. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 41¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/41-1

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას.

2. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.

3. ბათილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ან/და დამტკიცებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების გარეშე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/41-2.md
