---
title: "მუხლი 43. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/43"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "43"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/43

1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის ან სტიქიური უბედურების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა და საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს, ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად.

2. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/44.md
