---
title: "მუხლი 44. ეკოლოგიური უბედურების ზონა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/44"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "44"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ეკოლოგიური უბედურების ზონა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/44

1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის, ავარიის, კატასტროფის და სტიქიური უბედურების შედეგად დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა, საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს, ცხადდება ეკოლოგიური უბედურების ზონად.

2. ეკოლოგიური უბედურების ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ეკოლოგიური უბედურების ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. თავი XII ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/45.md
