---
title: "მუხლი 45. ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/45"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "45"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/45

1. ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ტერიტორიები დაცული უნდა იყოს დაბინძურების, დარღვევის, დაზიანების, დეგრადაციის, გამოფიტვისა და დაშლისაგან.

2. დაცვას ექვემდებარება: ა) ზღვის სანაპირო ზოლი; ბ) ჭაობები, წყაროსთავები, წყალსატევების, მდინარეების სათავეები, მყინვარები, მღვიმეები; გ) სუბალპური და ჭალის ტყეები; დ) ძვირფასი ტყის მასივები; ე) მწვანე ზონის ტყეები; ვ) სანიტარიული დაცვის ზონები და ტერიტორიები.

3. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, მათი მართვის რეჟიმი ხორციელდება გარემოს დაცვის ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების ჩათვლით) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/46.md
