---
title: "მუხლი 46. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/46"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "46"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/46

1. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება, გარდა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად ხეტყის დამზადების უფლების მინიჭებისა.

2. აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს.

3. საქართველოში ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვის და სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1774 - ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/47.md
