---
title: "მუხლი 49. დაცული ტერიტორიების კატეგორიები — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/49"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "49"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. დაცული ტერიტორიების კატეგორიები — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/49

1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

2. საქართველოში დასაშვებია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიების – ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის – არსებობა.

3. დაცული ტერიტორიები იქმნება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

4. დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი XIV გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/50.md
