---
title: "მუხლი 50. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/50"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "50"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/50

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51.md
