---
title: "მუხლი 51. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "51"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51

1. გლობალური ცვლილებებისაგან დედამიწის კლიმატის დაცვის მიზნით საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმები და განახორციელოს მათი შემცირების ღონისძიებანი.

2. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა რეგულირდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის საფუძველზე.

3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51-1.md
