---
title: "მუხლი 52. ოზონის შრის დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/52"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "52"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ოზონის შრის დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/52

1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებების) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს.

2. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია საქართველოში შემოაქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/51-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/53.md
