---
title: "მუხლი 54¹. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54-1"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "54^1"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54¹. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 54¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54-1

1. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საქართველოში დგინდება ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.

2. აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება (ისეთი მოპოვება, რომლის დროსაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება ვერცხლისწყალია) და ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება.

3. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება დასაშვებია წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება შეზღუდულია, აგრეთვე საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. თავი XV საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/55.md
