---
title: "მუხლი 54. შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "54"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54

1. შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს.

2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/54-1.md
