---
title: "მუხლი 57². გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/57-2"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "57^2"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57². გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 57² (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/57-2

1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან.

2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომ − ვალდებული პირი) თაობაზე. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/57-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/57-3.md
