---
title: "მუხლი 58¹. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/58-1"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "58^1"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58¹. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 58¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/58-1

1. ამ კანონთან დაკავშირებით: ა) ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“; ბ) ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ბ.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“; ბ.გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“; ბ.დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“; ბ.ე) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.

3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი №680 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/58-2.md
