---
title: "მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/6"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "6"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/6

მოქალაქეს უფლება აქვს: ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი; გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ; დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე; ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში; ზ) მიიღოს ანაზღაურება საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანისთვის; თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/7.md
