---
title: "მუხლი 9. გარემოს დაცვის საფუძვლების სწავლება — გარემოს დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/9"
law: "გარემოს დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "519"
adopted: "1996-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარემოს დაცვის საფუძვლების სწავლება — გარემოს დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოს დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/9

1. გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა მოიცავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს.

2. გარემოს დაცვისა და მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ სავალდებულო ცოდნის მინიმუმის დაუფლება უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამით.

3. საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია გარემოს დაცვის მართვის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი პროფილის სხვა საგნების სპეციალური კურსით სწავლება.

4. გარემოსდაცვითი განათლების სისტემის მართვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5369 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №496 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33340-garemos-datsvis-shesakheb/10.md
