---
title: "მუხლი 24. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვა და მათი მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/24"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვა და მათი მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/24

ცხოველთა
სამყაროს
დაცვისა
და
აღწარმოების
ინტერესებიდან
გამომდინარე
მიწით
,
ტყით
,
წყლით
და
სხვა
ბუნებრივი
რესურსებით
მოსარგებლეთა
და
კერძო
მესკუთრეთა
უფლებები
შეიძლება
შეიზღუდოს
,
თუ
მათი
საქმიანობა
პირდაპირ
ან
არაპირდაპირ
ზიანს
აყენებს
გარეულ
ცხოველთა
რაოდენობას
,
საბინადრო
გარემოს
,
გამრავლების
,
დასასვენებელ
,
წყლის
სასმელ
და
გამოსაზამთრებელ
ადგილებს
,
სამიგრაციო
და
წყალთან
მისასვლელ
გზებს
და
გადარჩენის
სტაციებს
.
უფლებების
შეზღუდვასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს
არეგულირებს
საქართველოს
კანონმდებლობა
.
თავი IV. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/25.md
