---
title: "მუხლი 31. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა მოპოვება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/31"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა მოპოვება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/31

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ საერთო ან სპეციალური სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს.

2. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ნუსხა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს და რომელთა მოპოვება ხდება სპეციალური სარგებლობის ფორმით სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/32.md
