---
title: "მუხლი 32. გარეული ცხოველების ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით სარგებლობა — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/32"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. გარეული ცხოველების ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით სარგებლობა — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/32

ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელების, გარემოს ბუნებრივი სანიტრების, მცენარეთა დამმტვერავების და სხვათა) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევებში ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/33.md
