---
title: "მუხლი 33. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობა — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/33"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობა — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/33

1. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით (თაფლი, გარეული ფუტკრის ცვილი და სხვა) სარგებლობა დაშვებულია, როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის (დიდი რაოდენობით) ფორმით, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებისა და განადგურების, მათი საბინადრო გარემოს დარღვევის ან გაუარესების გარეშე.

2. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებით სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/34.md
