---
title: "მუხლი 35. გარეულ ცხოველთა მოპოვება, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვის და გამრავლების მიზნით — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/35"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. გარეულ ცხოველთა მოპოვება, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვის და გამრავლების მიზნით — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/35

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით.

2. გარეული ცხოველები (გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველებისა), რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულ იქნენ ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელის საკუთრებას.

3. გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების ლიცენზიის და მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად.

4. აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.

5. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ”. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ”.
საქართველოს 200
3
წლის
6 ივნის
ის კანონი №
2380
- სსმ I, №
18
24.06
.
200
3
წ., მუხ.
120

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/36.md
