---
title: "მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/41"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/41

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ:
ა) მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;
ბ) განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები;
გ) განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობები საქმიანობის ეფექტური წარმოებისთვის;
დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბა
მისი სკრინინგის გადაწყვეტილება.
[დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.
(ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/42.md
