---
title: "მუხლი 42. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/42"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/42

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა:
ა) კონკურსისა და აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;
ბ) პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებულ გადასახადსა და მოსაკრებელზე უარის თქმისას;
გ) საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციის მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;
ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;
ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/43.md
