---
title: "მუხლი 44. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საკუთრების უფლების შეწყვეტა — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/44"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საკუთრების უფლების შეწყვეტა — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/44

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლება უნდა შეწყდეს:
ა) გარეულ ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების კერძო საკუთრებაში არსებობის აკრძალვის შემთხვევაში.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/45.md
