---
title: "მუხლი 45. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/45"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/45

1. 43-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“,„ბ“,„გ“,„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.

2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ორი თვის შემდეგ მოსარგებლისთვის წერილობითი შეატყობინებიდან მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს ექვსი თვით ადრე მაინც.

4. თუ აღმოიფხვრა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ნაწილობრივი შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და პირობები, ეს უფლება შეიძლება სრულად იქნეს აღდგენილი.

5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება სამინისტრო მიერ ლიცენზიის გაუქმების გზით.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მიყენებული იქნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.

7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/46.md
