---
title: "მუხლი 5. „ ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მიზნები — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/5"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. „ ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მიზნები — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/5

1. ამ კანონის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.

2. კანონის მიზანია აგრეთვე ცხოველთა სამყაროს დაცვისა (მათ შორის ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციის, ტრანსლოკაციის და აღწარმოების) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/6.md
