---
title: "მუხლი 6. საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი — ცხოველთა სამყაროს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/6"
law: "ცხოველთა სამყაროს შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 33352"
adopted: "1996-12-25"
consolidated_as_of: "2023-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი — ცხოველთა სამყაროს შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა სამყაროს შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/6

1. საქართველოს
ცხოველთა
სამყარო
სახელმწიფო
საკუთრებაა
(
გარდა
ამ
მუხლის
მე
-3
პუნქტში
აღნიშნული
შემთხვევებისა
)
.
აკრძალულია
ყოველგვარი
ქმედება
,
რომელიც
პირდაპირი
ან
ფარული
ფორმით
ხელყოფს
ცხოველთა
სამყაროზე
სახელმწიფო
საკუთრების
უფლებას
.

2. ცხოველთა
სამყაროს
ობიექტი
შეიძლება
გაიცეს
სარგებლობისათვის
,
კანონმდებლობით
დადგენილი
ვადით
და
ოდენობით
.

3. ცხოველთა
სამყაროს
ობიექტი
,
რომელიც
ამოღებულია
ბუნებრივი
საბინადრო
გარემოდან
,
გამრავლებულია
ნახევრად
თავისუფალ
პირობებში
ან
ტყვეობაში
,
ან
შეძენილია
საქართველოს
კანონმდებლობის
დაცვით
,
შეიძლება
იყოს
კერძო
საკუთრების
ობიექტი
.

4. განსაკუთრებული
გარემოსდაცვითი
,
სამეცნიერო
ან
ესთეტიკური
ღირებულების
მქონე
გარეული
ცხოველი
,
აგრეთვე
გარეული
ცხოველი
,
რომელიც
შეტანილია
საქართველოს
„
წითელ
ნუსხაში
“
(
გარდა
იმ
შემთხვევისა
,
თუ
იგი
გამრავლებულია
ტყვეობაში
ან
შეძენილია
საზღვარგარეთ
კანონით
დადგენილი
წესით
)
,
არ
შეიძლება
იყვნენ
კერძო
საკუთრების
ობიექტები
.

5. ცხოველთა
სამყაროს
იმ
ობიექტთა
ჩამონათვალის
განსაზღვრის
წესი
,
რომლებიც
შეიძლება
გახდნენ
კერძო
საკუთრების
ობიექტები
,
მათი
მფლობელობის
კანონიერების
დამადასტურებელი
დოკუმენტაციის
ფორმა
,
შინაარსი
და
გაცემის
წესი
განისაზღვრება
დებულებით
„
კერძო
საკუთრებაში
დაშვებულ
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტთა
ჩამონათვალის
განსაზღვრის
,
მათი
მფლობელობის
კანონიერების
დამადასტურებელი
დოკუმენტაციის
ფორმის
,
შინაარსის
და
გაცემის
წესის
შესახებ
”
,
რომელსაც
შეიმუშავებს
და
ამტკიცებს
სამინისტრო
.
ცხოველთა
სამყაროს
იმ
ობიექტთა
ჩამონათვალი
,
რომლებიც
შეიძლება
გახდნენ
კერძო
საკუთრების
ობიექტები
,
განისაზღვრება
სამინისტროს
ბრძანებით
„
კერძო
საკუთრებაში
დაშვებულ
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტთა
ჩამონათვალის
შესახებ
”
.

6. ფასიანი
ბუნებათსარგებლობის
პრინციპიდან
გამომდინარე
,
საქართველოში
ცხოველთა
სამყაროს
ობიექტებით
სარგებლობა
ფასიანია
,
გარდა
ამ
კანონის
26-
ე
მუხლით
განსაზღვრული
შემთხვევებისა
.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33352-tskhovelta-samqaros-shesakheb/7.md
